თეგებით ძიება

გოგონა, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მიიღო, აბიტურიენტებს რჩევებს უზიარებს

ნია შა­მა­თა­ვა, რო­მელ­მაც ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში, რამ­დე­ნი­მე სა­გან­ში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა რე­პე­ტი­ტორ­თან მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე აიღო, მო­მა­ვალ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს და იმ მთა­ვარ ას­პექ­ტებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, რომ­ლე­ბიც, მისი შე­ფა­სე­ბით, წარ­მა­ტე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

"ვსწავ­ლობ 163-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, წარ­მო­შო­ბით ვარ სა­მეგ­რე­ლო­დან, ვცხოვ­რობ თბი­ლის­ში. ორ სა­გან­ში ქარ­თულ­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში ავი­ღე მა­ქი­მა­ლუ­რი ქულა მო­უმ­ზა­დებ­ლად. დე­და­ჩე­მი და­წყე­ბი­თე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და ძა­ლი­ან კარ­გი უნა­რე­ბი გა­მოგ­ვი­მუ­შა­ვა. შე­მაყ­ვა­რა სწავ­ლა. ოქ­როს მედ­ლო­სა­ნი ვარ, სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. როცა ჩა­ბა­რე­ბის დრო დად­გა, დად­გა სა­კი­თხი, მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვით თუ არა. ჯერ ჩემ­მა დამ ჩა­ა­ბა­რა 100%-იანი გრან­ტით მო­უმ­ზა­დებ­ლად და მერე ჩემს მომ­ზა­დე­ბა­ზე აღარც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ. ვი­ცო­დი, რომ არ მინ­დო­და. მე­თერ­თმე­ტე კლას­ში რომ გა­დავ­დი­ო­დი, და­ვი­წყე სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა. ორი ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი არ მო­მის­ვე­ნია. თქვენ ასე არ ქნათ.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ასე­თია:

შე­ად­გი­ნეთ გან­რი­გი

სწორ ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან წვდო­მა უნდა გქონ­დეთ

მაქ­სი­მა­ლუ­რად წა­მო­ი­ღეთ მას­წავ­ლებ­ლი­დან, რა­საც გას­წავ­ლი­ან

თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და ნე­ბის­ყო­ფა აუ­ცი­ლე­ბე­ლია

სკო­ლა­შიც თუ ის­წავ­ლით თა­ვის დრო­ზე, კარ­გი იქ­ნე­ბა, რად­გან ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას გი­ყა­ლი­ბებთ.

ავირ­ჩიე სა­მე­დი­ცი­ნო, რად­გან რთუ­ლია, მა­ზო­ხის­ტი ხარო მე­უბ­ნე­ბი­ან. სირ­თუ­ლე­ბი მომ­წონს. მაგ­რამ მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო არ მინ­და. ლექ­სებს ვწერ კარ­გად და წიგ­ნის და­წე­რა­ზეც ვფიქ­რობ. ყვე­ლას გი­სურ­ვებთ, რომ სა­კუ­თა­რი თავი გე­პო­ვოთ," - ამ­ბობს ნია შა­მა­თა­ვა.

წყარო: ამბები.გე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა