„შენ კი ჩაეხუტები დედიკოს და ბებოს, მაგრამ მე რატომ დამტოვეთ აქ საწვალებლად..." - შოვში დაღუპული პატარა გიოს მამის სულის შემძვრელი პოსტი
შოვში, ტრაგიკულად დაღუპული 4 წლის გიოს მამა სოციალურ ქსელში სულის შემძვრელ პოსტს აქვეყნებს.
,,ეხ ჩემო გიო, შენ კი ჩაეხუტები დედიკოს და ბებოს, მაგრამ ის ვერ გავიგე, მე რატომ დამტოვეთ აქ საწვალებლად ", - წერს გივი ბერიანიძე სოციალურ ქსელში.
პატარა გიორგი, შოვში, სტიქიას დედასთან, მანანა ჯაჭვაძესთან და ბებიასთან მარინე ხორბალაძესთან ერთად ემსხვერპლა.