ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა 2.6252 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6293 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8478 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8596 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.0982 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 2 სექტემბერს შევა ძალაში.