აშშ-ში პოლიციელმა ორსული შავკანიანი ქალი მოკლა
აშშ-ის ოჰაიოს შტატში პოლიციელმა ორსული შავკანიანი ქალი მოკლა, რომელიც მაღაზიაში ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ქალი პოლიციელთა მოთხოვნას არ დაემორჩილა, რომლებიც მანქანიდან მის გადმოსვლას ითხოვდნენ. შემდეგ მან მანქანა დაძრა და შეეცადა ის პოლიციელისთვის დაეჯახა. სწორედ ამ დროს გახსნა პოლიციელმა ცეცხლი.