თეგებით ძიება

„The Economist-ში დაიწერა მიშაზე და ეს მავნებლები თურმე აზრზეც არ იყვნენ“ - ლევან ნიკოლეიშვილი

„გვარამიას ეს „სიაფანდი“ აღტაცება-გაკვირვება, მართლაც პატარ ცუგრუმელებს მაგონებს, ხედავ რა მომხდარა The Economist-ში დაიწერა მიშაზე და ეს მავნებლები თურმე აზრზეც არ იყვნენ: იჯდა ვიღაც ტიპი და ფიქრობდა რა დავწეროო და უცბად გაუნათდა გონება და დაწერა მსოფლიოში ყველაზე წყალწაღებულ და ღირსება დაკარგულ, მივიწყებულ პოლიტიკოსზე”-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას პოსტის შესახებ, რომელიც “The Economist”- ის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება.

“The Economist-ის ნურც ავტორით და ნურც სტატიითა გააოცებ დღეს ვინმეს საქართველოში, თან თუ ეს ყველაფერი „ტანჯულ“ ავანტიურისტ სააკაშვილს ეხება. მისი საქართველოში შემოპარვა-შემოგდების დღიდან უამრავი ლობისტური კომპანია მუშაობს. ახლა ლობისტებსაც ვერ გავამტყუნებ ბოლომდე, მილიონების საფასურად რას არ აკეთებენ (ალბათ მომავალშიც გააკეთებენ), სხვადასხვა ამბებს შემოაგდებდნენ ხოლმე ხან მიშა ქვეყნის გადამრჩენი, ხან უვადოდ მოშიმშილე, ხან სასტიკად ნაწამები, ხან დასუსტებულ-სიკვდილის პირას მისული, ხან მხოლოდ უკრაინის განთავისუფლებისთვის მებრძოლი, ქართულ პოლიტიკაზე უარის მთქმელი და ისევ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების მსურველი, ევროპარლამენტარების სატკივარი, მკვდარი და ცოცხალი, ცოცხალ-მკვდარი. „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა,“ აქვე არის ამერიკული „FARA.“

გვახსოვს, გვახსოვს „FARA“-მ, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროზე გვერდზე, როგორ გამოაქვეყნა ლობისტური კომპანიის მიერ განხორციელებული აქტივობები, თავის დაფინანსების მონიშვნებით, დაწყებული გიორგი მარგველაშვილით დაწყებული აშშ-ს საელჩოს თანამშრომელ Mr. ელიოტით დამთავრებული. ასე, რომ გვარამიას ეს „სიაფანდი“ აღტაცება-გაკვირვება, მართლაც პატარ ცუგრუმელებს მაგონებს, სელფს რომ უღებენ ერთმანეთს და იპრანჭებიან, კეკლუცობენ, რაღაც უცნაურად იღიმებიან, თან ისე რომ თითქოს აზრზე არ არიან, რომ ვინმე უღებს-აუ, ხედავ რა მომხდარა The Economist-ში დაიწერა მიშაზე და ეს მავნებლები თურმე აზრზეც არ იყვნენ: იჯდა ვიღაც ტიპი და ფიქრობდა რა დავწეროო და უცბად გაუნათდა გონება და დაწერა მსოფლიოში ყველაზე წყალწაღებულ და ღირსება დაკარგულ, მივიწყებულ პოლიტიკოსზე და ამით რა მოიგო? არაფერი? თუ საკმაოდ კარგი ფული?”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.         


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა