თეგებით ძიება

უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება, ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი შეიარაღება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს - ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება, რაც შეიძლება მეტი შეიარაღება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს უკრაინამ იმისთვის, რომ წარმატებით გააგრძელოს დაწყებული კონტრშეტევა, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, 2024 წელს, რუსეთ-უკრაინის ომი უკრაინის სრული გამარჯვებით დასრულება.

„რეალურად რაც დავინახეთ არის ის, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ საჭიროდ ჩათვალა ახალი ძალა შემატოს კონტრშეტევას, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც რეალურად წარმატებულია. შეიძლება ვინმეს ეჩვენებოდეს, რომ პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ ის შეიარაღება, რაც უკრაინას გააჩნია, დღეს იძლევა ამის საშუალებას. მომავალში კი შეიარაღების მიწოდება გაიზრდება და ახალი თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება სწორედ ის, რომ რაც შეიძლება მეტი შეიარაღება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს უკრაინამ იმისთვის, რომ წარმატებით გააგრძელოს დაწყებული კონტრშეტევა, რომელიც დიდი ალბათობით 2024 წელსაც გადავა. 2024 წელი დიდი ალბათობით, იქნება ამ ომის დასასრული და ეს ომი დასრულება უკრაინის სრული გამარჯვებით ანუ, უკრაინის მთავარი მიზანი 1991 წლის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა იქნება და ამ მიზნის შესრულებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი როლი იქნება სწორედ თავდაცვის ახალ მინისტრის, რომელიც პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი უფრო მეტი შეიარაღების მიღებაზე საერთაშორისო არენიდან,“ - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა