ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა 2.6248 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6252 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8356 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8478 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.0980 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 5 სექტემბერს შევა ძალაში.