ნაგავში გადაგდებული, სასიკვდილოდ განწირული ბავშვი უცხო ქალმა გადაარჩინა - რა ინფორმაცია ვრცელდება?
სარა კონკი ნებაყოფლობით მოხვდა ჰაიტიზე. 2010 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ქუჩაში, მათ შორის – მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებმაც დაკარგეს მშობლები. აქ სუფევდა სიღარიბე, მწუხარება და დაავადებები. სარამ დაიწყო მუშაობა დანიტას ბავშვთა სამედიცინო ცენტრში და იქ მოხდა ეს საბედისწერო შეხვედრაც.
ერთ დღეს ახალგაზრდა ქალი შემოვიდა კლინიკაში სამი თვის ბავშვთან ერთად. გაირკვა, რომ გოგონას მხოლოდ თერაპიული პროცედურები არ დაეხმარებოდა და უფრო სერიოზული სამედიცინო ჩარევა იყო საჭირო.
პატარა ნიკის უზარმაზარი თავი ჰქონდა – ჰიდროცეფალიის ნიშანი. ეს არის საშიში მდგომარეობა, რომლის დროსაც ჭარბი სითხე გროვდება ტვინში. ჰიდროცეფალიით დაბადებული ჩვილების გადარჩენის მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ია.
თუ დახმარებას დროულად გაუწევენ, არსებობს გამოჯანმრთელების შანსი, როგორც ეს მოხდა პატარა პარკერის შემთხვევაში. ოპერაციის შემდეგ მან შეძლო დაჯდომა, დაიწყო თავის დაჭერა და შემდეგ – სიარულიც. სარამ სასწრაფოდ მოაწყო ნეიროქირურგთა კონსულტაციები გოგონასთვის და დაიწყო მისი ექიმებთან მიყვანა.