დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან უცვლელი დარჩა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება კვლავ 2.6251 ლარია
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულება არ შეცვლილა და 2.6251 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, იგივე 2.6251 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8083 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8112 ლარს შეადგენდა.
უცვლელია თურქული ლირაც, რომელიც 0.0978 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 9 სექტემბერს შევა ძალაში.