თეგებით ძიება

უხვმა ნალექმა სახლების ეზოები და გზის სავალი ნაწილი დატბორა - რა ხდება ზუგდიდში?

უხვმა ნალექმა ზუგდიდში სახლების ეზოები და გზის სავალი ნაწილი დატბორა.

განსაკუთრებით, მძიმე ვითარებაა მესხიას, გამსახურდიას, ქუთაისის და თავისუფლების, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებზე.

რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ წყალი ვერ გაატარა, რის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანდა ავეჯი, საოჯახო ტექნიკა და ნივთები. მიმდინარეობს სახლების პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

ამ დროისთვის ზუგდიდში აღარ წვიმს, დატბორილი ადგილების უმეტეს ნაწილში წყალი დაიშრიტა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა