თეგებით ძიება

"რას ჩმახავ და ასულელებ ამ ბრიყვების ხროვას, შე პოპულისტო ცბიერო და უვიცო" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე შავლა კეკელიას მიმართავს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მამა შალვა კეკელიას ამ დღეებში გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელით ეხმაურება, სადაც ქადაგების დროს მრევლს უხსნის, რომ გარდაცვალება "ქრისტიანის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი დღე არის".

"ყველაზე ლამაზი დღე თუა, რატომ მოთქვამდა ღვთისმშობელი თავისი ძის სიკვდილს, ან თავად ძე ღვთისა რატომ ამბობდა სიკვდილის წინ:”მამაო რისთვის მიმატოვე მე?!”, ”თუ შესაძლებელია, ამაცილე ეს სასმისი!” ასეთი ერთუჯრედიანი იმბეცილები, როგორიცაა მამა შალვა, აღვივებენ თალიბანურ რელიგიურ ფანატიზმს და ფსევდო-რელიგიურ შიზოფრენიას!

P.s. თეოლოგიურად კი სრული სიბრიყვე მოროშა, რადგან ხორცისა და სულის განშორება, ანუ სიკვდილი ღმერთის სასჯელია ადამიანზე პირველქმნილი ცოდვის გამო და შესაქმის ბუნებას და განზრახულობას ეწინააღმდეგება, ამასთან დროებით მოვლენაცაა, შესაბამისად ის რაც სასჯელმა და ცოდვამ გამოიწვია (გარდაცვალება ანუ სიკვდილი), როგორ შეიძლება ლამაზი იყოს შე გამოთაყვანებულო?! სად და რომელ წმინდა წიგნში წაიკითხე რომ ლამაზია? რას ჩმახავ და ასულელებ ამ ბრიყვების ხროვას, შე პოპულისტო ცბიერო და უვიცო შალვა?", - წერს ილია ჭიღლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა