თეგებით ძიება

იღბლიანი იქნება კვირის პირველი ნახევარი? - მიხეილ ცაგარელის რჩევები

გართულდება როგორც იდეების განხორციელება, ისე პარტნიორული ურთიერთობა. მოიმატებს აგრესია და გაღიზიანება, გაიზრდება მოულოდნელი პრობლემების და სირთულეების ალბათობა.

ვერძი  – ნაკლებად აქტიური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი. მოიმატებს კონფლიქტების ალბათობა, რაც სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობაში. გამოიჩინეთ მეტი ფანტაზია და ორიგინალურობა დამატებითი შემოსავლის ძიებისას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად იღბლიანი კვირაა. გააქტიურდით, ენთუზიაზმით და ოპტიმიზმით შეასრულეთ ყველა სამუშაო, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ წარმატების მიღწევას. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან არასტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე არა მხოლოდ გარშემომყოფებთან გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა, არამედ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენასაც დაკარგავთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია მოტყუების და საბედისწერო შეცდომის დაშვების ალბათობა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. არაა გამორიცხული გაურკვეველი ვადით გადაიდოს თქვენთვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზება, რაც გულდაწყვეტისა და იმედგაცრუების მიზეზი გახდება. თავი შეიკავეთ ფინანსური გარიგებების გაფორმებისგან, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისგან.

ლომი – მეტ-ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ ყველა  საქმე კვირის პირველ ნახევარში დაასრულოთ, რადგან მეორე ნახევარში ძალიან გაგიჭირდებათ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირება. გამოიყენეთ ხელმძღვანელებთან ურთიერთობის ყველა შესაძლებლობა, რადგან სწორედ ახლა გაქვთ საკუთარი პროექტებით მათი დაინტერესების საუკეთესო შანსი. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 15 სექტემბრის შემდეგ, რადგან ვერ შეძლებთ ემოციების მართვას და თავად გახდებით კონფლიქტის მიზეზი. მაღალია შეცდომების დაშვების და ფინანსური დანაკარგების ალბათობა, მით უფრო, რომ ვერც პარტნიორთა დახმარებას მიიღებთ, რაც მათ ერთგულებაში დაგაეჭვებთ და სერიოზულად გაგიფუჭებთ განწყობას.

ქალწული – საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის ფონზე მარტივად შეძლებთ კვირის პირველ ნახევარში პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ბევრად რთული იქნება მეორე ნახევარი, როცა ძალიან გაგიჭირდებათ პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება და საკამათო საკითხების თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტა. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების და ფინანსური დანაკარგის ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, არ ღირს სარკაზმის და ცინიზმის გამოვლენა, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას გამოიწვევთ და უფრო მეტად დაძაბავთ ისედაც მძიმე ემოციურ ფონს.

სასწორი – სხვა ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად კვირა თქვენთვისაც რთული იქნება. დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ იდეების განხორციელება და საქმეების დასრულება. ეცადეთ კვირის პირველ ნახევარში გადაჭრათ საკამათო საკითხები და ფინანსური პრობლემები, რადგან 15 სექტემბრის შემდეგ ვერც საერთო ენას გამონახავთ პარტნიორებთან, ვერც მათ ნდობას მოიპოვებთ. მოიმატებს კონფლიქტების ალბათობაც, მით უფრო, რომ კონკურენტები ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენს პროვოცირებას, რათა მოგვიანებით სწორედ თქვენი შეცდომებით ისარგებლონ.

მორიელი – მეტ-ნაკლებად წარმატებული იქნება კვირის პირველი ნახევარი. შეძლებთ ახალი ნაცნობების შეძენას და საქმიანი კავშირების გაფართოებას, ძველი საქმეების დასრულებას და სამომავლო გეგმების დასახვას, თუმცა არ ღირს 15 სექტემბრის შემდეგ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ახალი პროექტების დაწყება. არაა გამორიცხული სწორედ ამ პერიოდში შეგახსენონ თავი ძველმა ვალებმა და შეუსრულებელმა ვალდებულებებმა. გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება და მათი საკუთარ სიმართლეში დარწმუნება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, მოერიდეთ ნაჩქარები დასკვნების გაკეთებას და გადაწყვეტილებების მიღებას, რათა არ მოტყუვდეთ და დაუშვათ საბედისწერო შეცდომა.

მშვილდოსანი – საკმაოდ შედეგიანი იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა შეძლებთ პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას, თუმცა დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ენთუზიაზმის და ოპტიმიზმის შენარჩუნება კვირის მეორე ნახევარში. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, არ ღირს სპონტანურად მოქმედება და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების და დანაკარგის ალბათობა.

თხის რქა – ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ კვირის პირველი ნახევარი, რადგან სწორედ ამ პერიოდში გექნებათ პროფესიული განვითარების და წარმატების მოპოვების საუკეთესო შანსი. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, გაგიჭირდებათ მოვლენების და გარშემომყოფების ობიექტურად შეფასება და სწორი დასკვნების გაკეთება. არ ღირს ზედმეტი ამბიციების გამოვლენა, რადგან ძალიან ვერ შეძლებთ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულებას და ავტორიტეტის შენარჩუნებას. მოერიდეთ საქმიან პარტნიორებთან კამათს, რადგან არაა გამორიცხული ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებზე დავამ სერიოზული კონფრონტაცია და ურთიერთობის გაწყვეტა გამოიწვიოს. თავი შეიკავეთ მგზავრობისა და მოგზაურობისგან, რადგან დასვენების ნაცვლად მხოლოდ პრობლემებს შეიქმნით, გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევას გაიძულებთ.

მერწყული –  მეტ-ნაკლებად წარმატებული კვირაა. მთავარია, არ დაიზაროთ და კვირის პირველ ნახევარში გადაჭრათ ყველა იურიდიული საკითხი, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ფინანსების და დამატებითი შემოსავლის მოძიებას. ნაკლებად შედეგიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება. არაა გამორიცხული სწორედ ამ პერიოდში შეგახსენოთ თავი ძველმა შეცდომებმა და ვალდებულებებმა ან ნათესავებმა და მეგობრებმა, რომლებიც თქვენთან მოინდომებენ დაბინავებას, რაც სერიოზულ დისკომფორტს შეგიქმნით და ზედმეტი ხარჯის გაწევას გაიძულებთ. თავი შეიკავეთ საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა საუბრისგან, რადგან ბევრი ეცდება პრობლემების შექმნას და თქვენი გეგმების ჩაშლას.

თევზები – მეტ-ნაკლებად პოზიტიურია კვირის პირველი ნახევარი, როცა თავისუფლად მონახავთ საერთო ენას კოლეგებთან და შეძლებთ მათთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, თუმცა 15 სექტემბრის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას. გამოიჩინეთ სიფრთხილე საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობისას, მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულების აღებას და დამატებითი სამუშაოს შესრულებას, რადგან ვერ შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებას და სარგებლის ნაცვლად მხოლოდ იზარალებთ. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, რათა მინიმალური დანაკარგით გაიაროთ რთული პერიოდი.

გეომაგნიტური დღეები – 11, 13,14,15 და 17 სექტემბერი.

კურო –  საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც გაგიჭირდებათ იდეების განხორციელება. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში შეასრულოთ, 15 სექტემბრის შემდეგ კი, მეტი დაისვენოთ. კარგად გათვალეთ ყველა ნაბიჯი, რათა არ დაუშვათ შეცდომა და არ დაკარგოთ კოლეგების ნდობა. მეტი სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია ინტრიგების და პროვოკაციების ალბათობა. არ ღირს სასიყვარულო პარტნიორთან კამათი, რადგან ასე მხოლოდ მის გაღიზიანებას და კონფლიქტს გამოიწვევთ.

ტყუპები – ნაკლებად წარმატებული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გადაღლა და ორგანიზმის ზედმეტად დატვირთვა, მით უფრო, რომ მაღალია გაცივების და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან სწორედ ამ კვირაში გააქტიურდებიან ფარული მტრები და კონკურენტები, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. ეცადეთ ყველა საქმე კვირის პირველ ნახევარში დაასრულოთ, რადგან 15 სექტემბრის შემდეგ ვერც პროფესიულ განვითარებას შეძლებთ, ვერც კოლეგებთან საერთო ენის გამონახვას. არაა გამორიცხული მოულოდნელმა ცვლილებებმა გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება გაიძულოთ, რაც თქვენს გაღიზიანებას და იმედგაცრუებას გამოიწვევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა