თეგებით ძიება

დღეში 5 წუთი ფიზიკური აქტივობა ამცირებს კიბოს განვითარების რისკს

ახალმა კვლევამ შეისწავლა ენერგიული ცხოვრების წესის და ფიზიკური აქტივობის გავლენა კიბოს რისკზე.

მკვლევარები თვალყურს ადევნებდნენ 22,398 არა-მოვარჯიშის ყოველდღიურ აქტივობას და აკვირდებოდნენ მათი ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერებს კიბოს შესახებ თითქმის 7 წლის განმავლობაში. დადგინდა, რომ დღეში 4,5 წუთი აქტივობა ასოცირებული იყო კიბოს რისკის 32%-მდე შემცირებასთან.

ყოველდღიური ცხოვრება იძლევა უამრავ შესაძლებლობას იყოთ ფიზიკურად აქტიურები, მათ შორის კიბეებზე ასვლა, სასურსათო პროდუქტების ტარება და სიარული.

კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარულ ვარჯიშს შეუძლია შეამციროს ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკი, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და კიბო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც არასაკმარისად აქტიურები არიან, აქვთ 20-30%-ით მაღალი სიკვდილიანობის რისკი, ვიდრე ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს.

ფიზიკური აქტივობა შესაძლოა არ იყოს სტრუქტურირებული, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი მცირე ფიზიკური აქტივობის ჩართვა, როგორიცაა აღმართზე სიარული, კიბეებზე ასვლა, სიარულის ტემპის მაქსიმიზაცია მცირე ხნის მანძილზე, სასურსათო ნივთების ტარება 50-100 მეტრზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ტრადიციული ენერგიული ფიზიკური აქტივობისგან განსხვავებით ამ ტიპის აქტივობები ხანმოკლეა, ვიდრე უწყვეტი და სტრუქტურირებული ვარჯიშები. აქტივობის უმეტესობისთვის საშუალოდ დღეში 4,5 წუთი საკმარისია, მაქსიმალური დრო კი 16 წუთია.

რომ რაც უფრო მეტ ყოველდღიურ სავარჯიშოს ასრულებს ადამიანი, მით უფრო დაბალია კიბოს რისკი.

კვლევა აჩვენებს, რომ კიბოს გარკვეული ტიპები დაკავშირებულია დაბალ ფიზიკურ აქტივობასთან. ეს მოიცავს: ღვიძლის, ფილტვის, თირკმლის, ენდომეტრიუმის, შარდის ბუშტის, სარძევე ჯირკვლის კიბოს.

ხოლო ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული კიბოს განვითარების რისკი მცირდება დაახლოებით 31%-ით იმ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფიზიკურ სავარჯიშოებს.

წყარო: მკურნალი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა