თეგებით ძიება

"გულიც უბერებელი გაქვს, სულიც და შემოქმედებაც!" - ჯემალ ბაღაშვილი 82 წლის გახდა

მუსიკოსი, ჯემალ ბაღაშვილი იუბილარია. ის 82 წლის გახდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია ბაღაშვილი წერს და მამას დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს.

"დღეს მამაჩემი, ჯემალ ბაღაშვილი 82 წლის გახდა! 

მამა გილოცავ დაბადების დღეს! კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალგზის, მადლობა ყველაფრისთვის! 

82 რა ასაკია?! შენივე სიტყვებია: "ასი წლისაც არ ვიქნები ბებერი, გული შემრჩეს ოღონდ უბერებელი"!  გულიც უბერებელი გაქვს, სულიც და შემოქმედებაც! ღმერთმა დიდ ხანს გვიმყოფოს შენი თავი ასე მხნედ და შემართულად! ჯანმრთელობა და სიხარული არ მოგკლებოდეს! კიდევ მრავალი წელი გვენახე ბედნიერი შენს მოსიყვარულე მეუღლესთან, შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად!", - წერს გია ბაღაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა