ბენზინი გაძვირდა - ექსპერტები საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას აანონსებენ
ბენზინი ისევ გაძვირდა. საწვავის ღირებულება, დაახლოებით, 35 თეთრით გაიზარდა. მძღოლების თქმით, ქალაქში შექმნილი საცობების გამო მათ მეტი საწვავი სჭირდებათ, ეს კი დამატებით ტვირთად აწვებათ.
ექსპერტები და ეკონომისტები ამბობენ, რომ საწვავის ფასის მატების გამომწვევი მიზეზი მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა. თუ ასე გაგრძელდება ექსპერტები საწვავზე ფასის მომატებას აანონსებენ.
ეკონომიკის ექსპერტის ოთო აბესაძის თქმით, ფასის გაძვირების მთავარი ფაქტორი ინფლაცია და არასწორი მონეტარული პოლიტიკაა.
"საქართველოში საწვავის ფასები ზრდა გამოწვეულია, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური საქმიანობის გაძვირებით და ასევე, საერთაშორისო ბაზებზე ნავთობის ფასისი გაძვირებით, მაგრამ მთავარი ფაქტორი აქ გვაქვს კვლავ ინფლაცია და არასწორი მონეტარული პოლიტიკა, ვინაიდან, არამდგრადი და ტურბულენტური სავალუტო კრიზისის პერიოდში შეუძლებელია ბიზნესმა დაიჭიროს წონასწორული ფასი. აქ გამოსავალი გვაქვს ერთი, რომ მომენტალურად შეძლოს მთავრობამ საწვავის ფასის გაიაფება ეს არის, აქციზის გადასახადის გაუქმება საწვავზე, ხოლო გრძელვადიან პერიოდში მოახერხოს ეკონომიკური სტაბილურობა მონეტარული პოლიტიკის კუთხით, რომ სავალუტო რყევების გარეშე შეძლოს ბიზნესმა და კერძოდ ყველაზე მნიშვნელოვანმა ნავთობ იმპორტიორებმა ოპერირება", - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი, ოთო აბესაძე.