ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა 2.6282 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6238 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8211 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8109 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა უცვლელია, რომელიც 0.0975 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 14 სექტემბერს შევა ძალაში.