აშშ-დან ფულადი გზავნილები 37%-ით გაიზარდა
2023 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 287 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 14%-ით (47.3 მლნ დოლარით) ნაკლებია.
აგვისტოშიც ფულად გზავნილებში რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 60.3 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც თითქმის 45.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მთლიან გზავნილებში რუსეთის წილი 21%-ს შეადგენს. მეორე ადგილს 45 მლნ დოლარით იტალია იკავებს, წლიური ზრდა 23%-ია.
შემდეგ მოდის აშშ, საიდანაც აგვისტოში ფულადი გზავნილები 37.6%-ით გაიზარდა და 40.2 მლნ დოლარი შეადგინა. მეოთხე ადგილზეა გერმანია 20.4 მლნ დოლარით, წლიური ზრდა კი 33%-ს შეადგენს. მეხუთე ადგილს საბერძნეთი იკავებს თითქმის 20 მლნ დოლარით, აქ ზრდა 6%-ია.
2023 წლის 8 თვეში აშშ-დან საქართველოში ჯამში 286 მლნ დოლარზე მეტი გადმორიცხა, რაც წლიურად დაახლოებით 39%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამში საქართველომ 2023 წლის 8 თვეში ფულადი გზავნილების სახით 2.9 მილიარდ დოლარზე მეტის ფულადი გზავნილი შემოვიდა.