ნავთობის ფასმა ერთწლიან მაქსიმუმს მიაღწია
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია გრძელდება, ერთთვიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 13%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 95 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 92 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთწლიანი მაქსიმუმია.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 79 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ თვეში 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგორესურსების გაძვირება OPEC-ის წევრი სახელმწიფოების სამომავლო გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაცია და საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდებას კიდევ უფრო მეტად შეამცირებენ, რაც ბაზარზე დეფიციტს გაამწვავებს.
ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ წლის ბოლომდე ბარელი ნავთობის ფასი 110-120 დოლარს მიაღწევს, ანუ Brent-ის ღირებულება დამატებით 25%-ით გაიზრდება. ამის მიზეზად ისინი OPEC-ის წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებულ პოლიტიკას ასახელებენ.
მოგეხსენებათ, საუდის არაბეთმა გლობალურ ბაზარს ნავთობის მიწოდება დაახლოებით მილიონი ბარელით შეუმცირა, რუსეთმა კი წარმოების მაჩვენებელი დღიურად 800,000 ბარელით დააკორექტირა.