„ერთი "აბა, რა ეგონათ?" არ დაუწერია სუს-ს განცხადებაში, მაგრამ ბევრიც არ აკლდა“ - დავით ზურაბიშვილი
პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.
„რა გვითხრა სუსმა?
ის, რომ უკრაინის უშიშროების მაღალჩინოსანი და უკრაინაში მებრძოლი ქართული სამხედრო შენაერთის ხელმძღვანელი გეგმავენ სისხლიან გადატრიალებას საქართველოში, რაც ხდება "გვარს არ დავასახელებ კოლმეურნეობის თავმჯდომარე" ტიპის უცხო ქვეყნის ხელშეწყობით.
ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ის, თუ ვის როგორი დამოკიდებულება აქვს კონკრეტულად გიორგი ლორთქიფანიძის და მამუკა მამულაშვილის მიმართ. ფაქტია, რომ საქართველოს უშიშროება პირდაპირ ადანაშაულებს ომში მყოფ უკრაინას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული და დივერსიული აქტების მომზადებაში.
ესაა ჩვენი პასუხი მაგარი კაცის, მშვიდობის მთავარი მტრედის და ეროვნულობის ბურჯის, ოთარ ფარცხალაძის რუსეთის აგენტად გამოცხადებას და სანქცირებაზე. ერთი "აბა, რა ეგონათ?" არ დაუწერია სუსს განცხადებაში, მაგრამ ბევრიც არ აკლდა.
გეუბნებით, ამათ ეს გლობალური ომის პარტია თუ რასაც ეძახიან, თვალში ეპატარავებათ მეთქი და არ გჯერათ, ოღონდ რატომ ეპატარავებათ, ეგ ალალად არ მესმის“, - წერს ზურაბიშვილი.