თეგებით ძიება

სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრი

სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„2025 წელს იგეგმება აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა. დარწმუნებული ვარ, ეს გაზრდის შესაძლებლობებს ჩვენი სტუმრებისთვის, გაფართოვდება გეოგრაფიული არეალი. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი დღეს დინამიურად ვითარდება“, - განაცხადა ხიშბამ.

მისი თქმით, იმედი აქვს აფხაზეთი ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც „აფხაზეთის ღირებულებებს პატივს სცემს“.

„ჩვენ ამჟამად საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბელარუსის რესპუბლიკასთან, გვაქვს უბაჟო ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით თანამშრომლობას ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან“, - თეიმურაზ ხიშბამ.

ცნობისათვის, მანამდე, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სოხუმის აეროპორტის გახსნის თარიღად 2024 წელი დაასახელა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა