თეგებით ძიება

პარიზის აუქციონზე იშვიათი სახეობის დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

უჩვეულოდ კარგად შემონახული დინოზავრის (კამპტოზავრის) ჩონჩხი, რომელიც ცნობილია, როგორც „ბარი (Barry), ოქტომბერში პარიზის აუქციონზე გაიყიდება.

დინოზავრი გვიან იურულ პერიოდში, 150 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. მისი ჩონჩხი პირველად უაიომინგში, 1990-იან წლებში აღმოაჩინეს. ის თავდაპირველად, 2000 წელს, პალეონტოლოგმა ბარი ჯეიმსმა აღადგინა. დინოზავრის იშვიათ სახეობას სახელი ბარი ჯეიმსის საპატივცემულოდ დაერქვა. 

იტალიურმა ლაბორატორიამ Zoic-მა, რომელმაც „ბარი“ გასულ წელს შეიძინა, ჩონჩხის აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა. ჩონჩხის სიმაღლე 2,1 მეტრია, ხოლო სიგრძე - 5 მეტრი.

"ეს ძალიან კარგად შემონახული და იშვიათი ნიმუშია. თავის ქალის 90% შემორჩენილია, ხოლო  ჩონჩხის დანარჩენი ნაწილი - 80% უვნებელი", - თქვა ალექსანდრე გიკელომ, პარიზის აუქციონის სახლის Drouot-ის [სადაც დინოზავრის ჩონჩხი გაიყიდება] წარმომადგენელმა.

დინოზავრის ჩონჩხი 20 ოქტომბერს გაიყიდება და, სავარაუდოდ, 1,2 მილიონ ევრომდე (1,28 მილიონი დოლარი) ეღირება.

წყარო: https://edition.cnn.com/style/article/dinosaur-skeleton-barry-auction-scli-intl-scn/index.html


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა