ლევან საგინაშვილი ქორწინდება - ნახეთ, ვინ არის მისი რჩეული (ფოტო)
ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი დაინიშნა. როგორ განვითარდა ლევან საგინაშვილის კარიერა, ვინ არის მისი რჩეული და როდის გეგმავს ქორწილს, ამაზე სპორტსმენმა ექსკლუზიურად "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.
- თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, წარმოშობით კი საგარეჯოს რაიონის, სოფელ ნინოწმინდიდან.
- ჰალკი ვინ დაგარქვათ?
- ვარჯიში რომ დავიწყე, მალევე შემარქვეს, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად მეზრდებოდა ხელები, კუნთები... ზუსტად ვინ დამიძახა პირველად, არ მახსოვს, მაგრამ სავარჯიშო დარბაზში რომ იყო ეს, 2010 წელს, კარგად მახსოვს.
- ბეჭდისთვის თითი 28 ზომა მაქვსო, თქვით, დაოჯახებას გეგმავთ?
- კი, ახლახან დავინიშნე. ჩემი რჩეული ლელა ჯამასპიშვილია. ჰოდა, ჩემი ნიშნობის ბეჭდის გამო ცუდ დღეში აღმოჩნდნენ ლელას მშობლები. რაც ოქრო აქვთ ოჯახში, სულ უნდა გადაადნონ, რომ ჩემთვის ბეჭედი დაამზადებინონ. ლელა 32 წლისაა, რუსთაველია. ერთმანეთს უნივერსიტეტიდან ვიცნობდით.