თეგებით ძიება
20. 09. 2023 ვიდეო

"ხელზე მოფერებით დაიწყო, გადავიდა ფეხზე. 20 წლით დიდი იყო ჩემზე. 13 წლის ვიყავი“ - რას ამბობს ნანა ტომარაძე? (ვიდეო)

თვლით, რომ მამაკაცი რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდით, პედოფილია? - ამ კითხვაზე პასუხი ნანა ტომარაძემ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ გასცა, რამაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. 

აღნიშნული გადაცემის შემდეგ „სიცრუის დეტექტორმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: 

"დღევანდელი გადაცემის სტუმარმა, ნანა ტომარაძემ გადაცემაში დაასახელა მის მიერ პედოფილიაში მხილებული პირის სახელი, გვარი და სამუშაო ადგილი, თუმცა ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების დაცვის მიზნით, ასევე გადაცემაში ბალანსისა და შეპასუხების უფლების დაცვის შეუძლებლობის გამო, (გამომდინარე ცალმხრივი ფორმატიდან) მივიღეთ გადაწყვეტილება არ მოგვეხდინა დასახელებული პირის იდენტიფიცირება ჩვენს ეთერში.

თუ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები დაინტერესდებიან ამ საქმით, ცხადია, ჩვენ მზად ვართ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის. აღნიშნული სარედაქციო გადაწყვეტილება რესპონდენტთან შეთანხმებულია გადაცემის ეთერში გასვლამდე", - წერია პოსტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა