ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა 2.6750 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6412 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8631 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8271 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა გამყარდა, რომელიც 0.0989 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 21 სექტემბერს შევა ძალაში.