ეროვნულ ბანკს გიორგი ბაქრაძეც ტოვებს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია Bm.ge-ის თავად გიორგი ბაქრაძემ დაუდასტურა.
სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრები პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი თანამდებობიდან გადადგნენ. კიდევ ერთ ვიცე-პრეზიდენტს ნიკოლოზ გაგუას გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ მიუღია.