თეგებით ძიება
20. 09. 2023 ბიზნესი

ეროვნული ბანკის საბჭო ნიკოლოზ გაგუამაც დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო კიდევ ერთმა, მესამე წევრმა დატოვა. ნიკოლოზ გაგუამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო და მას უფლებამოსილება 2 თვის შემდეგ შეუჩერდება.

ნიკოლოზ გაგუა ცენტრალურ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა.

დღესვე საბჭო ვიცე-პრეზიდენტებმა, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ დატოვეს.

ეროვნული ბანკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 19 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძისთვის გამონაკლისი დაუშვა და საერთაშორისო სანქციების დაწესების მიუხედავად, მას ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა