თეგებით ძიება

ნიდერლანდების პოლიცია მწერალ გოჩა მანველიძის შვილს ეძებს, რომელიც ქართველი კაცის მკვლელობაშია ბრალდებული

ნიდერლანდების პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელიც მწერალ გოჩა მანველიძის შვილია. 28 წლის მამაკაცს ბრალად ედება საქართველოს მეორე მოქალაქის, 32 წლის მამაკაცის მკვლელობა.

გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე მანველიძე ნიდერლანდებში მსხვერპლთან ერთად ჩაფრინდა.

ნიდერლანდების პოლიციის ცნობით, შემთხვევა 19 სექტემბერს, 18:00 საათზე, ქალაქ უტრეხტის სასტუმრო "ჰელინგში" მოხდა.

ნიდერლანდების პოლიცია თორნიკე მანველიძის ფოტოსა და აღწერილობას აქვეყნებს და მოსახლეობას მოუწოდებს, დანახვის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ დამნაშავეს და დაუყოვნებლივ დაურეკონ 112-ს.

წყარო: hotnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა