ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი გაამკაცრეს - დანაშაულისთვის პატიმრობის ვადა 5-დან 10 წლამდეა
ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი გაამკაცრეს. მოქმედი კანონმდებლობით, ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქალს ათი დღიდან ორ თვემდე პატიმრობა ან 50-დან 500 ათასამადე ირანული რიალის (ერთიდან ათ ევრომდე) ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრება.
ახალი კანონპროექტით კი, ამავე დანაშაულისთვის პატიმრობის ვადა – ხუთიდან 10 წლამდე, ხოლო ჯარიმა 360 მილიონი ირანული რიალი (7 800 ევრო) იქნება.
კანონის გამკაცრება ირანში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2022 წელს ირანში მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაპატიმრებული მაჰსა ამინის სიკვდილს მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ხელისუფლებამ აქციები ძალის გამოყენებით ჩაახში. რამდენიმე აქტივისტი სიკვდილით დასაჯეს.
კანონპროექტის თანახმად, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰიჯაბის ტარების მოწინააღმედეგე ქალებს კი არა, იმ ცნობილი ადამიანების და დიდი კომპანიების მფლობელებსაც ემუქრებათ, ვინც "კანონს არღვევს".