თეგებით ძიება

ბოლო 2 დღეში ეროვნულმა ბანკმა $57 მილიონი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც 5 თეთრით გაუფასურდა

ლარი დღესაც გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულებამ 2.68 ლარი შეადგინა.

მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესი შეცვალა და ვიცე-პრეზიდენტებმა თანამდებობები დატოვეს, ეროვნული ბანკი კურსის შესაკავებლად სავალუტო ინტერვენციებს ატარებს. 

2 დღის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე $57 150 000 გაყიდა. 20 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე $20 მლნ გაიყიდა, ხოლო დღეს, 21 სექტემბერს - $37 150 000, თუმცა ლარი გაუფასურებას განაგრძობს.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8637 ლარია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა