ქალმა შეყვარებულს, რომელმაც ცოლად მოყვანაზე უარი უთხრა, სასქესო ორგანო მოაჭრა
ინდოეთის ჯარკჰანდის შტატში დააპატიმრეს ქალი, რომელმაც საყვარელ მამაკაცს სასქესო ორგანო მოაჭრა. ინფორმაციას News9Live ავრცელებს.
35 წლის განშიამ რაი გირიდიჰის საავადმყოფოში სასქესო ორგანოს მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. პოლიციამ დაადგინა, რომ მამაკაცს დაზიანებები 32 წლის სარიტა დევიმ ბასრი საგნით მიაყენა. როგორც გაირკვა, წყვილს ერთი წლის განმავლობაში ინტიმური ურთიერთობები ჰქონდა. რაიმ, რომელსაც ცოლი და ორი შვილი ჰყავდა, სარიტა დაარწმუნა, რომ ცოლს გასცილდებოდა და მასზე იქორწინებდა. დანაშაულის ჩადენის დღეს სარიტამ რაის განქორწინების დაჩქარება მოთხოვა, თუმცა უარი მიიღო.
გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ქალი მამაკაცს თავზე დაესხა და დანით სასქესო ორგანო მოაჭრა. მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაიაში, მძიმე მდგომარეობაშია. სარიტა დევი დააკავეს და ბრალი წაუყენეს. საქმე რაის წინააღმდეგაც აღიძრა, თუმცა პოლიცია ამ გამოძიების დეტალებს არ ასაჯაროებს.