თეგებით ძიება
22. 09. 2023 მსოფლიო

TikTok-ზე ღორის ხორცის ჭამის ვიდეო ჩაწერა და პატიმრობა მიესაჯა - რა ინფორმაცია ვრცელდება?

ინდონეზიის სასამართლომ 33 წლის ბლოგერს, ლინა ლუტფიავატის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 16,245 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

ქალმა მარტში TikTok-ის გვერდზე, სადაც 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ბალიზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ღორის ხორცს ჭამს. ვიდეოს დასაწყისში ის ამბობს „ბისმილას“, რაც არაბულად ნიშნავს „სახელითა ალაჰისა“.

ამ ვიდეომ ინდონეზიაში სკანდალი გამოიწვია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ქალს პოლიციაში უჩივლა და ის მკრეხელობაში დაადანაშაულა.

სექტემბერში ქალაქ პალემბანგის სასამართლომ ბლოგერის საქმე განიხილა, რის შემდეგაც მას პატიმრობა მიუსაჯა და ჯარიმა დააკისრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა