ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა 2.6816 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6879 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8521 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8637 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომელიც 0.0988 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 23 სექტემბერს შევა ძალაში.