თეგებით ძიება

"ძალიან ბევრი დრო იკარგება დიდი ქართველი მეცენატის ტრიუკებზე მიამიტური რეაქციებით" - რას წერს ქეთი დევდარიანი?

"ძალიან ბევრი დრო იკარგება დიდი ქართველი მეცენატის ტრიუკებზე მიამიტური რეაქციებით", - ამის შესახებ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი სციალურ ქსელში წერს.

"აი, გავიდა ორ თვეზე მეტი სალომე ზურაბიშვილის ლანძღვაზე თავშეკავებისგან და დღეს შემიძლია მაღალი ხარისხის ეჭვის დაფიქსირება განვახორციელო,  რომ კაროჟნა ბიძინა ივანიშვილის კვაზიპროდასავლური საცეცია. 

 შეიძლება კოლექტიურ დათოზურაბიშვილს გაუკვირდეს, თუ რუსეთის კაცია, დასავლეთთან რაღა ესაქმებაო, მაგრამ საქმე ეგრე ფიროსმანულად, ანუ პრიმიტიულად არ არის. დასავლეთთან ხიდების ბოლომდე დაწვა არც ეფესბეშნიკებს უნდათ და არც ორღობის ავტოკრატებს. 

არ დაგვავიწყდეს, რომ ნახევარი ევროპული პოლიტპარტეული და ლიდერობა (ზოგან კანცლერები და მინისტრებიც კი) პუტინის დაქალოჩკები იყვნენ, სანამ ამ უკანასკნელმა მთლად თავზე არ გადიჯვა.

p.s. ივანიშვილზე რომ ცუდს ვერ წამოაცდენინებ და ყველაზე დიდ კრიზისებში, რომელიმე ნანა ყეინაშვილით ეხმარება დიდ ქოცურ საქმეს, ესეც კმარა მთლიანი სურათის დასანახად.

ძალიან ბევრი დრო იკარგება დიდი ქართველი მეცენატის ტრიუკებზე მიამიტური რეაქციებით" - წერს დევდარიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა