თეგებით ძიება

სწორედ ამ მიდგომის დამსახურებაა, რომ სუხიშვილების გვარი უკვე ლამის საუკუნეა არ ჩამოსულა მსოფლიო აფიშებიდან! - ბაკურ ბაკურაძე

რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა ვიხილე ვიდეო, რომელსაც მიწისძვრის განხილვის პარალელურად, განიხილავს ფეისბუქ-საზოგადოების ვფიქრობ ის ნაწილო, რომელიც ან :

ა) ხელმოცარულია;

ბ) დაბოღმილია;

გ) უსაქმურია.

ყველა შემთხვევაში რომ სფეროს აზრზე რომ არაა - ეს ფაქტია!

მომიტევეთ მწარე შეფასებებში იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვეულებრივი, სამუშაო პროცესის დროს, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნინო სუხიშვილის საუბრის ვიდეო საკუთარი, აზრისაგან დაცლილი, დღის “გასალამაზებლად” გამოიყენა და რაკა-რუკი გაუდის მისი კომპიუტერის კლავიატურას!

საქმე გამოძებნეთ და რაიმეთი შეავსეთ თავისუფალი დრო და სუხიშვილების ცეკვით აღფრთოვანებულ აპლოდისმენტებს რამდენჯერაც გაიგონებთ, იმდენჯერ გაიხსენეთ სიტყვები რომელიც ვიდეოში ისმის:

ჩემთან ან ცეკვავენ ისე როგორც მე მინდა, ან საერთოდ არ ცეკვავენ, საშუალო დონის მოცეკვავე მე არ მჭირდება! 

სწორედ ამ მიდგომისა და პოზიციის დამსახურებაა ის, რომ სუხიშვილების გვარი უკვე ლამის საუკუნეა არ ჩამოსულა მსოფლიო აფიშებიდან! 

სუხიშვილები ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეა!

ფეხბურთს ხომ ვაბულბულებთ და ახლა ეს კიდევ…

საქმეს მიხედეთ საქმეს!“ - წერს ბაკურ ბაკურაძე.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელშ გავრცელდა ვიდეო, სადაც ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ებს ეუბ­ნე­ბა "ან ცეკ­ვავ ისე, რო­გორც მო­ვი­თხოვ, ან სა­ერ­თოდ არ ცეკ­ვავ, მი­დი­ხარ ჩემ­გან…“ . აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ოციალურიი ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა მიიჩნია, რომ ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ებს უყ­ვი­რის და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს...


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა