ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა 2.6681 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6816 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8381 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8521 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა გამყარდა, რომელიც 0.0981 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 26 სექტემბერს შევა ძალაში.