თეგებით ძიება

ლატვიის პოლიცია დააჯარიმებს მძღოლებს მანქანებზე წარწერისთვის „მე რუსი ვარ“

ლატვიაში მძღოლებს მანქანაზე სტიკერისთვის "მე რუსი ვარ" დააჯარიმებენ. პოლიციამ მიუღებელი პრაქტიკა უწოდა მანქანებზე გაკრულ სტიკერებს "პოდენციურად პროვოკაციული წარწერებით რუსულ ენაზე".

სამართალდამცავების განცხადებით, არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციისა და უკრაინაში ომის გათვალისწინებით, ასეთი სტიკერები შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც სამხედრო აგრესიის მოწონებად ან რუსეთის ომის დანაშაულების მხარდაჭერად.

პოლიციამ განაცხადა, რომ ასეთი სტიკერების აღმოჩენის შემთხვევაში ავტომობილების მფლობელებს მის დაუყოვნებლივ მოხსნას და მიზნის განმარტებას მოსთხოვენ. მძღოლები ასევე შეიძლება დაჯარიმდნენ სამხედრო აგრესიის ხელშეწყობისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა