არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს - ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნულ ბანკში სიმშვიდეა და ყველა თავის მოვალეობას ასრულებს. ამის შესახებ მან „ფორმულას“ განუცხადა.
"გადაამოწმეთ ხოლმე თქვენი წყაროები და ინფორმაცია. არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს. სიმშვიდეა და თქვენც შეგიძლიათ მშვიდად იყოთ", - თქვა თურნავამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა. მანამდე ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტიც მრჩეველიც.