თეგებით ძიება

„2 შვილი დარჩა, მათზე გადამკვდარი დედა იყო, სულ მუშაობდა... საზღვარგარეთ უნდოდა წასვლა" - რას ჰყვებიან ბოლნისში, ქმრის მიერ მოკლულ ქალზე?

ბოლ­ნის­ში, ქმრის მიერ მოკლული ქა­ლის, ნაზი ამ­ბარ­ცუ­მი­ა­ნის ახ­ლობ­ლები მომხდართან დაკავშირებით ambebi.ge-სთან საუბრობენ.

"ნაზი 2 წლის წინ გა­ვი­ცა­ნი, "ეი­ვონ­ში" მუ­შა­ობ­და და პრო­დუქ­ცი­ას ვუკ­ვე­თავ­დი. ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნა იყო. 2 შვი­ლი ჰყავს, გო­გო­ნა და ბიჭი. რაც ვიც­ნობ, მის ცხოვ­რე­ბა­ში ქმა­რი არ მი­ნა­ხავს. სულ მარ­ტოს ვხე­დავ­დი, გა­რე­თაც და სახ­ლში. სულ მუ­შა­ობ­და, სულ საქ­მე­ებ­ზე დარ­ბო­და, შვი­ლებ­ზე გა­დამ­კვდა­რი დედა იყო" - ამ­ბო­ბბს ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი.

"ეს ამ­ბა­ვი ჩემ­თვის უდი­დე­სი შოკი იყო. ნაზი ძა­ლი­ან ჩა­კე­ტი­ლი გოგო იყო. თა­ვის პი­რად­ზე არ სა­უბ­რობ­და. რო­გორც ვიცი, ქმარ­თან გა­შო­რე­ბუ­ლი არ იყო, მაგ­რამ გა­შო­რე­ბა უნ­დო­და. ისიც ვიცი, რომ კონ­ფლიქ­ტი ხში­რად ჰქონ­დათ. ბო­ლოს რუ­სეთ­ში იყო წა­სუ­ლი და ნაზი ამ­ბობ­და, არა­ფერს არ მიგ­ზავ­ნი­სო და მა­გა­ზე ჰქონ­დათ კონ­ფლიქ­ტი. ნა­ზი­საც უნ­დო­და სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა, სა­ბუ­თე­ბიც მზად ჰქონ­და, პო­ლო­ნეთ­ში აპი­რებ­და გამ­გზავ­რე­ბას" - გვიყ­ვე­ბა მოკ­ლუ­ლი ქა­ლის კი­დევ ერთი ახ­ლო­ბე­ლი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა