თეგებით ძიება

„მამუკა მკვლელთან არ მეგობრობდა, პირიქით, რადგან ხაჟალიას მკვლელის, ნარკომანის ვიზუალი ჰქონა, იმ სახლის დატოვებასაც გეგმავდა“ - აშშ-ში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ბრუკლინში 43 წლის ქართველი ავტომობილის პარკირების გამო მოკლეს - ინტერვიუ ამერიკაში სასტიკად მოკლული მამუკა ყულოშვილის ოჯახთან "პირველებმა " ჩაწერა.

გარდაცვლილის მეუღლე ამბობს რომ მკვლელობაში ბრალდებული და მისი ქმარი ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ და  დანაშაულიც იმავე სახლის ეზოში ავტოსადგომზე მოხდა.

მამუკა ყულოშვილს დანა 15 ჯერ ჩაარტყა და ტერიტორია დატოვა. მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ხაჟალიაა. მის საქმეს ბრუკლინის სასამართლო უკვე  იხილავს. 

ჩემი მეუღლე მუშაობდა, დილით მიდიოდა, საღამოს ბრუნდებოდა. სახლში მისულს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გიორგი ხაჟალია აუშარდ - მანქანას აქ რატომ აჩერებო.

მამუკას უთქვამს, დაღლილი ვარ, დილით ვისაუბროთო. ამას დაუთრევია, უგინებია, ამის შემდეგ მოუვიდათ შეკამათება. 

მამუკა მკვლელთან არ მეგობრობდა, პირიქით, რადგან ხაჟალიას მკვლელის, ნარკომანის ვიზუალი ჰქონა, იმ სახლის დატოვებასაც გეგმავდა "- ამბობს ნანიკო ჯერენაშვილი.

სისხლიანი დაპირისპირება ქართველებს შორის ნიუ იორკში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 43 წლის კაცის მკვლელობისთვის ასევე ქართველია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ხაჟალიამ მეზობელს 15 ჭრილობა დანით მიაყენა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა