"მაიძულა, მეთქვა, რომ ქალიშვილობა ღამის კლუბში დავკარგე...“ - ნანა ტომარაძე ყოფილ პარტნიორზე შემზარავ ფაქტს იხსენებს და პედოფილიაში ამხელს (ვიდეო)
გადაცემა „სიცრუის დეტექტორის სტუმარი მოდელი და მხატვარი ნანა ტომარაძე იყო, რომელმაც ეთერში შემზარავი ფაქტი გაიხსენა.
მან ერთ-ერთი პიროვნება, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა, პედოფილიაში ამხილა.
"ნანა ტომარაძემ გადაცემაში დაასახელა მის მიერ პედოფილიაში მხილებული პირის სახელი, გვარი და სამუშაო ადგილი, თუმცა ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების დაცვის მიზნით, ასევე გადაცემაში ბალანსისა და შეპასუხების უფლების დაცვის შეუძლებლობის გამო, (გამომდინარე ცალმხრივი ფორმატიდან) მივიღეთ გადაწყვეტილება არ მოგვეხდინა დასახელებული პირის იდენტიფიცირება ჩვენს ეთერში.თუ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები დაინტერესდებიან ამ საქმით, ცხადია, ჩვენ მზად ვართ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნულია გადაცემის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.