"სასამართლოში ვასაჩივრებთ ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის ნაწილის გაყიდვას" - რას წერს საბა ბუაძე?
სასამართლოში ვასაჩივრებთ ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის ნაწილის გაყიდვას, - ამის შესახებ პოლიტიკოსი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.
"სასამართლოში ვასაჩივრებთ ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის ნაწილის გაყიდვას.
მიუხედავად მოლოდინისა, ერთი თვე გავიდა და დღევანდელ სხდომაზე ჩოხატაურის საკრებულომ არ გააუქმა სკვერის ნაწილის გასხვისების განკარგულება", - წერს ბუაძე.