"მეგონა, უფრო ჭკვიანურად ითამაშებდა... თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს ეს პროექტი და საკუთარი თავი წარმოაჩინოს" - სალომე უშხვანი თაია ჭიჭინაძეზე
რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონი დაიწყო. პროექტში თაია ჭიჭინაძის შესვლამ, რომელიც ნიკო ქართველის ყოფილი მეუღლეა, ნიკოსა და სალომეს მიმართ საზოგადოების ინტერესი ისევ გაზარდა.
თაიას რეალითი შოუში გაჟღერებულ ფრაზებს სალომეს გამომწერების კითხვებიც მოჰყვა. სალომემ თაიას შესახებ საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა.
"რა უნდა ვთქვა... წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ... მეგონა, უფრო ჭკვიანურად ითამაშებდა. ჩემი აზრით, თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს ეს პროექტი და საკუთარი თავი წარმოაჩინოს. მე ასე ვფიქრობ, დადებითად, რა თქმა უნდა...“, - თქვა სალომე უშხვანმა.