გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ კონსულტაციებსა და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია - მიხეილ სარჯველაძე
გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ კონსულტაციებსა და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია - ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, თავის საქმეს მიხედოს! - ასეთია “ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის თქმით, “როდესაც ნახეს, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება ურთიერთობების ნორმალიზებით არის დაინტერესებული, ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ“.
სარჯველაძის მტკიცებით, თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება რაღაც თანამშრომლობაში არიან, ასეთი კონსპირაციის თეორიის საფუძველი არ არსებობს.
“რა შეიძლება იყოს ლავროვის ინტერესი, როცა ამ თემაზე ასეთ საჯარო პუბლიკაციას აკეთებს? ვის ინტერესშია ასეთი განცხადებები? - ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ოპოზიციის ინტერესშია, რომელიც მათ მიერ გაჟღერებული ლოზუნგების მიუხედავად, რუსული საქმის კეთებას არიან შემჩნეული“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.