"ვინც ხელს გიწყობს არასრულფასოვანი კომპლექსის ჩამოყალიბებაში, მისი გავლენის ქვეშ ნუ მოექცევი" - რას წერს პეტრე კოლხი?
ვინც ხელს გიწყობს არასრულფასოვანი კომპლექსის ჩამოყალიბებაში, მისი გავლენის ქვეშ ნუ მოექცევი, - ამის შესახებ პეტრე კოლხი წერს.
"ვინც ხელს გიწყობს არასრულფასოვანი კომპლექსის ჩამოყალიბებაში, მისი გავლენის ქვეშ ნუ მოექცევი.
დაკომპლექსებული ადამიანები ცდილობენ, სხვებიც დააკომპლექსონ და მათი სულის თავისუფლებას ფრთები შეაკვეცონ… ხან რელიგიით აშინებენ, ხან საზოგადოებრივი აზრით. სინამდვილეში სურთ მათზე წინ არავინ წავიდეს და ამიტომ აღიზიანებთ სხვათა განსხვავებული აზრი, შეხედულებები და მიდგომები.
თუ დიდხანს დარჩები ასეთი ადამიანების გარემოცვაში, მეტად დაზარალდები…
თუ სხვა ვერ მოერია კომპლექსებს, არ ნიშნავს იმას, რომ შენც ვერ მოერევი!", - წერს პტერე კოლხი.