"ძალიან ბევრი აზრი წავიკითხე აფხაზეთის თემაზე გადაღებული ფილმის შესახებ. რადიკალური პოზიციები ძირითადად იმათ აქვთ, ვისაც..." - რას წერს არჩილ გამზარდია?
ძალიან ბევრი აზრი წავიკითხე აფხაზეთის თემაზე გადაღებული ფილმის შესახებ, - ამის შესახებ არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.
"ძალიან ბევრი აზრი წავიკითხე აფხაზეთის თემაზე გადაღებული ფილმის შესახებ. რადიკალური პოზიციები ძირითადად იმათ აქვთ, ვისაც ფილმი არ უნახავს და ან ფრაგმენტით ცდილობს ისაუბროს ან ყურმოკრულით. ვინც ფილმი ნახა, მსჯელობს, რაღაცას ეთანხმება, რაღაცას ეწინააღმდეგება და ა.შ.
მე არანაირი აზრი არ მაქვს, რადგან არ მინახავს.
მხოლოდ მათი მიკვირს, ვისაც არ უნახავს, მაგრამ დაბეჯითებით საუბრობს", - წერს გამზარდია.