კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი არსენ ფიცხელაური დაიღუპა - რა ფოტოები გავრცელდა სოც-ქსელებში?
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის ომის დროს რუსეთის სახმელეთო ჯარების 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის არსენ ფიცხელაურის დაღუპვის შესახებ.
მიმდინარე წლის ივნისში რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტის „სქემის“ -ს ჟურნალისტებმა სააგენტო „Следствие.Инфо“-სთან ერთად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 5-6 ივნისის ღამით კაშხალის ნგრევის დროს, სავარაუდოდმ ფიცხელაური იმყოფებოდა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე.
ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ არსენ ფიცხელაური სახმისით „გრუზინი“ კაშხლის ნგრევის შემდეგ რუსეთში სასაჯილდოვებლად გამოიძახეს.
ინფორმაცია ფიცხელაურის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ტელეგრამის არხმა „ნუ დამელოდები უკრაინიდან“ . მოგვიანებით, ტელეგრამარხმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც გადაღებულია, სავარაუდოდ, ჯარისკაცის საფლავზე სტავროპოლის სოფელ ნიჟნიაია ალექსანდროვკაში. საფლავზე საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო დროშების ელემენტებია გამოსახული. მითითებულია დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები 1988 წლის 24 მარტი - 2023 წლის 17 სექტემბერი.
2023 წლის 6 ივნისს, დილით, ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქალაქ კახოვკასთან მდებარე ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რის გამოც ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაევალათ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ზონაში შედის 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ხერსონის ოკუპირებული ნაწილის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ კაშხლის ერთი საყრდენი დაზიანების გამო ჩამოინგრა.
წყარო: რადიო თავისუფლება