რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას - ვალუტის კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6783 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6832 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8422 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8270 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0152 ლარი შეადგინა.