თეგებით ძიება

ბავშვების ხშირი ავადობის მიზეზი მხოლოდ იმუნიტეტი არაა - ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ

პატარების ვირუსული ინფექციებით ხშირი ავადობა მშობლობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია. ათასგვარი გამაჯანსაღებელი საშუალებისა, ხშირად გაუგებარი რჩება, რატომ ავადობს ვირუსებით ბავშვთა ერთი ნაწილი ხშირად, მეორე კი იშვიათად. მეცნიერებმა, როგორც იქნა, გასცეს ამ კითხვას პასუხი.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რა განსაზღვრავს ვირუსებით ავადობის სიხშირეს ბავშვებში.

როგორც აღმოჩნდა, თუ ახალშობილი სიცოცხლის პირველ დღეებში ვირუსული ინფექციით დაავადდა, მომავალში ხშირი გაციებების რისკი გაიზრდება. 

როგორც წესი, ვირუსული ინფექციები სიცოცხლის პირველ დღეებში და კვირებში შეუმჩნეველი რჩება, ვინაიდან ახალშობილს არანაირი სიმპტომი არ უვითარდება. თუმცა, ვირუსებთან ამ პირველ შეხვედრას ძალიან გრძელვადიანი შედეგები აქვს, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე და მიკროორგანიზმების ჯგუფებზე, რომლებიც ბავშვის ნაზოფარინქსში ბინადრობენ -ასეთია ედინბურგის უნივერსიტეტის და უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევრების დასკვნა. მათი ნაშრომი ჟურნალ Nature Microbiology-ში გამოქვეყნდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა