ბათუმში კრისტალის ახალი ფილიალი გაიხსნა
კრისტალის საიუბილეო 25-ე წელს, ბათუმში, ტბელი აბუსერიძის ქ. N5-ში , კრისტალის ახალი ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა.
ფილიალის გახსნის ღონისძიებას კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია, კომპანიის მმართველი გუნდის წევრები და მენეჯმენტი, ჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების სივრცე ფიზიკურ პირებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მათზე მორგებულ საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებს სთავაზობს. მათ შორის, სესხები, სალიზინგო პროდუქტები, განვადება, ავტოსესხი, ფულადი გზავნილები, ვალუტის კონვერტაცია, ოქროთი უზრუნველყოფილი სესხის გაცემა, კომუნალური გადახდები და სხვა. მომხმარებლებისთვის აქყველა პირობაა შექმნილი სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებისთვის.
ფილიალი მომხმარებლებს ყოველ დღე, შაბათის ჩათვლით მოემსახურება.
„ჩვენ, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებაზე. კომპანიის მიზანია გავზარდოთ რეგიონში ფინანსურ რესურსსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მომხმარებლებს შევთავაზოთ კომფორტული მომსახურება. ახალი ფილიალის გახსნით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს რეგიონში მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროცესს. როგორც იცით, ფილიალებსა და სერვისცენტრებთან ერთად, კრისტალის სერვისების მიღება დისტანციურადაც არის შესაძლებელი. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ იმ მომხმარებელთა საჭიროებებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა და წვდომა დისტანციურ არხებზე და ფილიალებში ვიზიტს ამჯობინებენ. ცხადია ახალი ლოკაციების შერჩევამდე ჩვენ შევისწავლეთ ბაზარზე არსებული გარემო, გავითვალისწინეთ მომხმარებელთა მოთხოვნები და ახალი ფილიალის გახსნაც სწორედ ამის საფუძველზე დავგეგმეთ. მომსახურების ახალი სივრცის მეშვეობით კიდევ უფრო გაფართოვდება ჩვენი კომპანიის საქმიანობის არეალი, გაიზრდება მომსახურების არხები და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა,“ - აღნიშნავს კრისტალის უფროსი ბიზნეს ოფიცერი, მელანია კუჭუხიძე
აჭარის რეგიონში კრისტალი 4 ფილიალით არის წარმოდგენილი. აქედან, ბათუმში 2 ფილაილი, ქობულეთის და ხელვაჩაურის ფილიალი. პირველი ფილიალი ბათუმში 2014 წელს გაიხსნა.