“თუ ჩვენ ქოცებს არ დავამთავრებთ, თუ 4 წელი ისევ დარჩებიან, ჩვენ ქვეყანა არ გვექნება” - გია ბუღაძე
ზუსტად 11 წლის წინ, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება დაამარცხა და ქვეყნის მმართველობაში მოვიდა. მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობამ ქვეყანას უბედურების მეტი არაფერი მოუტანა.
„ეს 11 წელი არის ტრაგიკული ამბავი საქართველოს ისტორიაში. ამ მმართველობამ უბედურების მეტი არაფერი მოიტანა. ინგრევა, ფაქტობრივად, ყველა ინსტიტუცია ჩამოშლილია, აბსოლუტურად არ მუშაობს და გამდიდრდა რამდენიმე ასეული ოჯახი და მასთან დაკავშირებული სრულიად მონად ქცეული რამდენიმე ათასი ოჯახი. ეს არის უბედურება საქართველოსთვის და თუ ჩვენ ქოცებს არ დავამთავრებთ, 4 წელი თუ ესენი დარჩებიან, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ქვეყანა არ გვექნება. ეს წელი იქნება საშინელება. ეს იქნება დასჯების, მკვლელობების, არანორმალური კორუფციის წელი, იმიტომ, რომ შეხედეთ, როგორ მდიდრდებიან ესენი და როგორ ღარიბდება საზოგადოება“, - განაცხადა გია ბუღაძემ.